markup logo

842

აღმოჩნდა საიტი, რომელიც ავტომატურად პოულობს Twitter-ის მომხმარებელთა სახლის მისამართებს

twgm

ნებისმიერი, არასათანადოდ ყურადღებიანი Twitter–ის მომხმარებელი არის ძალზე სახიფათო მდგომარეობაში – მის ადგილმდებარეობაზე შეიძლება საიტმა WeKnowYourHouse.com–მმა აცნობოს ნებისმიერ ადამიანს და ზოგ შემთხვევაში იმ შენობის ფოტოც კი გამოაქვეყნოს, საიდანაც შეტყობინებები იწერება.

Twitter –ის მომხმარებელთა ფიზიკურ ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის შემგროვებელი და გამაერთიანებელი სრულიად ავტომატური სერვისის მუშაობის პრინციპი ძალზე მარტივია. ბევრ სმარტფონზე აპლიკაცია Twitter –ს მომხმარებლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა აქვს. ადგენს ადგილს მხოლოდ იმ Twitter შეტყობინებებში, რომლებშიც არის სიტყვა home (სახლი). Google Maps–ის მეშვეობით დგინდება გეოგრაფიული კოორდინატები და მისამართი.

მისამართის „ყველაზე მგრძნობიარე“ ნაწილის გაუქმების შემდეგ, საიტზე ჩნდება შეტყობინება: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ Twitter–ის მომხმარებლის სახლის მისამართი არის ეს, ან ამასთან ახლოს“.

შემდეგ გამოდის ტექსტი, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ტვიტის გამოქვეყნების დრო და მომხმარებლის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები.

თითოეულ შეტყობინებას მოჰყვება შემდეგი ახსნა: „ეს ინფორმაცია არის ღია – WeKnowYourHouse.com უბრალოდ თავს უყრის მას, რათა აჩვენოს, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს მიერ  Twitter–ში დატოვებულ შეტყობინებას.  ეს გვერდი გაუქმდება შექმნიდან ერთ საათში, მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დასაცავად“.

ჩანაფიქრის იდეამ და სიმარტივემ გამოცდილი ექსპერტებიც კი გააოცა. მაგალითად,  საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებით დაკავებულ კომპანია Sophos –ში, ეს საიტი ჩათვალეს „საშინლად“, რადგან ის ნათლად აჩვენებს, თუ რა სწრაფად შეიძლება უამრავი ღია ინფორმაციის შეგროვება ნებისმიერი მომხმარებლის წინააღმდეგ.

WeKnowYourHouse–ის შემქმნელები ამ  პროექტს სოციალურ ექსპერიმენტს უწოდებენ და  ამტკიცებენ, რომ რესურსზე  მხოლოდ ბოლო ერთი საათის ინფორმაცია ინახება, ძველი კი სრულად იშლება.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება