markup logo

828

ანალიტიკოსები: Apple–ის ერთი პროდუქტის პოპულარობა იწვევს სხვა მათგანის გაყიდვების შემცირებას

appp

iPad პლანშეტების მზარდი პოპულარობის ფონზე Mac კომპიუტერების გაყიდვების შემცირების გამო, ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებენ Apple –ის შემოსავლების შემცირებას მიმდინარე  ფინანსური წლის ბოლოსთვის, იუწყება  DailyComm.

„ჩვენ ვთვლით, რომ iPad პლანშეტების გაყიდვები უარყოფითად აისახება Mac კომპიუტერების გაყიდვებზე, MacBook–სთვის გამოსულ უახლესი განახლების მიუხედავად. ამიტომ,   iPad–ების გაყიდვების ზრდის ფონზე, ჩვენ 40 % ვამცირებთ პროგნოზს Mac–ზე“, – განაცხადა კომპანია BMO Capital–ის ანალიტიკოსმა კიტ ბეჩმენმა.

სპეციალისტის აზრით, Apple –ის მოგება მეოთხე კვარტალში, რომელიც სექტემბერში იწურება, შეიძლება აღმოჩნდეს ანალიტიკოსების კონსენსუს პროგნოზზე 5,5 მილიარდი დოლარით ნაკლები.

კიტ ბეჩმენმა შეასწორება შეიტანა  iPhone–ის და  iPad–ის გაყიდვების  უხლოესი წელიწადნახევრის პროგნოზში და გაზარდა ის 1,6 და 3,8 მილიონ ცალამდე შესაბამისად.  ამასთან ერთად ექსპერტმა დაწია შეფასება Mac კომპიუტერების მიმართებაში.

ვარაუდობენ, რომ მომავალი 6 კვარტლის განმავლობაში მათი გაყიდვების მოცულობა 1,6 მილიონ ცალად ნაკლები იქნება (Mac–ის გაყიდვების 2012 წლის პროგნოზი შემცირებულია 18,65 მილიონ ცალიდან  18,22 მილიონ ცალამდე, ხოლო 2013 წლისთვის – 21,38 მილიონიდან  20,18 მილიონ ცალამდე ).

წელს, უფრო ადრე BITG ცენტრის ანალიტიკოსმა უოლტერ პიეჩეკმა დაწია რეკომენდაციები Apple –ის აქციებზე და ახსნა, რომ iPhone –ის ძველი ვერსიების ახლებით შეცვლის პროგრამის შეწყვეტა გამოიწვევს გაყიდვების შემცირებას და შესაბამისად შემცირდება შემოსავალიც.

მცირე  ნუგეშად Apple –თვის შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მისი მობილური მოწყობილობების პოპულარობა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ მისივე მაკების გაყიდვებზე, არამედ პერსონალური კომპიუტერების Windows–ითაც.

არ არის გამორიცხული, რომ ანალიტიკოსებმა, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს, რომ  iPhone და iPad–ის პოპულარობა აუცილებლად გააღვივებს მომხმარებელთა ინტერესს  Apple –ის სამაგიდო სისტემებზე და ნოუტბუქებეზე, ოდნავ გადააჭარბეს რეალობას, მაგრამ სტატისტიკა ადასტურებს: 2007 წელს პირველი iPhone –ის გამოჩენის შემდეგ, პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების დინამიკა ახალი მობილური მოწყობილობების გამოჩენის შესაბამისად იკლებდა. ის, რომ მათი პოპულარობა ასევე „დაარტყავდა“ Apple –ის სხვა პროდუქციას აზრად არავის  მოსვლია.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება