markup logo

904

ამერიკულ ჟურნალში “ჩააშენებენ” Twitter–ს

ew

5 ოქტომბერს შეზღუდული ტირაჟით გამოვა ჟურნალი Entertainment Weekly ბოლო გვერდზე ჩაშენებული იაფი LCD ეკრანით მობილური ინტერნეტ 3G –ს მხარდაჭერით. ეკრანი აჩვენებს სარეკლამო ვიდეორგოლებს და ტვიტებს ტელეარხი The CW Television Network –ის მიკრობლოგიდან.  ვიდეორგოლებს შორის აჩვენებენ ახალი სერიალების ტრეილერებს.

დისპლეი წარმოადგენს გვერდში ჩაშენებულ Android მოწყობილობას, რომელიც უერთდება ფიჭურ ქსელებს, რის საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტიდან.  მოწყობილობის ტექნიკური მაჩვენებლები არ გაჟღერებულა, მაგრამ ექსპერტთა თქმით, კომპიუტერი „საკმაოდ მარტივია“.

დისპლეი არ რეაგირებს შეხებასა და დაჭერაზე, ასე რომ მომხმარებელს არ ექნება საშუალება უპასუხოს შეტყობინებას ან გააკეთოს „რეტვიტი“. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი გაიყიდება მხოლოდ ნიუ–იორკსა და ლოს–ანჟელესში, ტირაჟი  სულ ათას ცალს შეადგენს.

ჟურნალმა Entertainment Weekly უკვე არა ერთხელ გამოუშვა ნომრები ჩაშენებული ეკრანებით. სამი წლის წინ მასში იყო კომპანია PepsiCo და ტელეარხი CBS –ის სარეკლამო რგოლები.  2010 წლის დეკემბერში რუსეთში იყიდებოდა ჟურნალი Vogue Martini–ის ვიდეორეკლამით.

ჟურნალებში ამგვარი ეკრანების განთავსების იდეა ეკუთვნის ზემოთ ხსენებულ ტელეარხ The CW Television Network –ს.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება