markup logo

851

ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით Samsung მილიარდ დოლარზე მეტს გადაუხდის Apple–ს

svsa

ამერიკის სასამართლომ დააკისრა კომპანია Samsung–ს ერთ მილიარდ დოლარზე მეტის გადახდა Apple–სათვის ექვსი პატენტის დარღვევის გამო. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით  Apple უდანაშაულოა, მას არ დაურღვევია სამხრეთ კორეული მეტოკის პატენტები.  ეს დავა ერთ–ერთი გადამწყვეტია კომპანიებს შორის საპატენტო უსიამოვნებათა  სერიაში.

სან ხოსეს (შტატი კალიფორნია) ფედერალური სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმე დარღვევას სმარტფონების სენსორული ეკრანების ფუნქციების შემუშავებაში, მასშტაბირებაში, „ხატულების“ დიზაინში. განაჩენი გამოტანილ იქნა ოცდაორსაათიანი განხილვის შემდეგ.

საპატენტო განხილვა აშშ–ში გახდა ერთ–ერთი გადამწყვეტი მასშტაბურ კონფლიქტში Apple–სა  და Samsung–ს შორის.  2011 წლის აპრილში Apple –მა დაადანაშაულა კონკურენთი სმარტფონ iPhone და პლანშეტ iPad –ის ტექნოლოგიის და დიზაინის კოპირებაში. Apple –ის საჩივარში საუბარი იყო სულ  შვიდ დარღვეულ პატენტზე. მაგრამ სასამართლომ არ ჩათვალა დანაშაულად ის ფაქტი, რომ Samsung –ის პლანშეტები ძალზე ჰგვანან iPad–ს.

ამასთან სასამართლომ გადაწყვიტა, რომ Samsung –ში იცოდნენ პატენტების არსებობის შესახებ, აქედან გამომდინარე მან დაარღვია პატენტები მიზანმიმართულად. ამიტომ, თეორიულად ჯარიმა  შეიძლება სამჯერ გაიზარდოს 20 სექტემბერს მოსალოდნელ სასამართლოს საბოლოო განაჩენში.

“სასამართლოს გადაწყვეტილება – Apple–ის საკუთარი დიზაინის დასაცავად მიმართული ძალისხმევის ეფექტურობის დასტურია. და ეს ეხება არა მხოლოდ Samsung–ს, არამედ ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც“, – განაცხადა იურისტმა ნიკ როდელიმ (Nick Rodelli), რომელიც უწევს კონსულტაციებს  საინვესტიციო კომპანიებს.

Samsung –ის წარმომადგენლები უარყოფითად შეხვდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. „დღევანდელი განაჩენი უნდა მოიაზრებოდეს არა როგორც Apple,–ის გამარჯვება, არამედ როგორც ამერიკელი მომხმარებლების წაგება. ის გამოიწვევს არჩევანის და ინოვაციების შეზღუდვას და ფასების პოტენციურ ზრდას“ – ამბობენ Samsung –ში.

მასმედია საშუალებების ცნობით, სასამართლო დევნა ემუქრება Google Android პლატფორმის მოწყობილობების სხვა მწარმოებლებსაც, რადგან რამდენიმე ბრალდებამ გაიჟღერა პროგრამული ტექნოლოგიების წინააღმდეგ.

მსოფლიო დავა

ორივე კომპანია იბრძვის იმაზე, რომ სასამართლოს წესით აიკრძალოს კონკრეტული დასახელების პროდუქციის გაყიდვა მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში. Samsung Electronics –მა მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დათმო პოზიციები აშშ–ში. გერმანიაში კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორი გიგანტის საჩივარი.

ერთი დღით ადრე კორეის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ორივე კომპანიამ დაარღვია ერთმანეთის პატენტები. დასჯის თვალსაზრისით დაკისრებულია   შეზღუდვა  ორივე კომპანიის (Apple–ის iPad–ის და  iPhon–ის და Samsung –ის Galaxy) მოწყობილობების გაყიდვებზე. მართალია, ეს შეზღუდვა ვრცელდება ოდნავ მოძველებულ მოდელებზე.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება