markup logo

973

ამერიკელმა მაცნიერებმა ცოცხალი ორგანიზმის პირველი სრული კომპიუტერული მოდელი შექმნეს

bac

ამერიკის შეერთებული შტატების სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმატებული გადადგეს ნაბიჯი კომპიუტერული პროექტირების გამოყენებისკენ ბიოტექნოლოგიასა და მედიცინაში. მათ შექმნეს ცოცხალი ორგანიზმის პირველი სრული მოდელი. ჯგუფმა‚ მარკუს კოვიეტას ხელმძღვანელობით‚ გამოიყენა 900­-ზე მეტი სამეცნიერო სამუშაოს მონაცემები‚ რათა დაედგინათ ყველა მოლეკულური ურთიერთქმედებები‚ რომლებიც მიმდინარეობენ ბაქტერია „Mycoplazma genitolium“­­ის სასიცოცხლო ციკლის დროს.

მიღებული მოდელი საშუალებას მოგვცემს‚ მივიღოთ პასუხები კითხვაბზე‚ რომელთა გადაწყვეტა სხვა გზით შეუძლებელია.

უკანასნელი ორი ათეული წლის განმავლობაში‚ მთელ მსოფლიოში უჯრედოვან ბიოლოგიაში უამრავი კვლევები ჩატარდა‚ მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა აქამდე რედუქციულ მიდგომას იყენებს – როდესაც ცალკეულ გენს აცილებენ და შემდეგ მკვლევარები აკვირდებიან‚ რომელ თვისებაზე ახდენს გავლენას მისი არყოფნა‚ თუმცა მრავალი კითხვა‚ რომლებიც მეცნიერებისთვის საინტერესოა‚ არ არის ერთ გენზე დამოკიდებული‚ არამედ ასობით და ათასობით გენის ურთიერთქმედების შედეგია.

უჯრედის მოქმედების შესახებ ინფორმაციის დიდი რაოდენობით უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელია ყველა მონაცემის გაერთიანება და მათი კომპლექსური განხილვა. სწორედ ამისთვის დაამუშავეს კომპიუტერული მოდელი.
ამ დაფანტული მაჩვენებლების ინტეგრაციისთვის მეცნიერებმა მოახდინეს ბაქტერიებისთვის დამახასიათებელი 28 ბიოლოგიური პროცესის მოდელირება.

თითოეული პროცესისთვის კი თავის ალგორითმი გამოიყენეს. ამ დროს ისინი ისე ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან‚ როგორც ეს ცოცხალ ორგანიზმში ხდება.
მოდელი საშუალებას იძლევა‚ ჩატარდეს ისეთი კვლევები‚ რომელთა შესრულება ძნელია მისი დახმარების გარეშე‚ მაგალითად‚ ისეთებისა‚ როგორიცაა ცილების დამაკავშირებელი დნმ­ის დინამიკის შესწავლა ანდა გენების ახალი ფუნქციის გამოვლენა.

მომავალში ჯგუფი გეგმავს მიკროორგანიზმების კომპიუტერული მოდელის შექმნას‚ რომლებიც გამოიყენება სამედიცინო პრეპარატების წარმოებისათვის. მკვლევარებს ეჭვი არ ეპარებათ‚ რომ ადრე თუ გვიან შეიქმნება მსგავსი მოდელი ადამიანის გენომის საფუძველზე. თუმცა‚ ეს ამოცანა მოითხოვს კოლოსალურ კოლექტიურ ძალისხმევას და‚ ალბათ‚ განსაცვიფრებელ გამოთვლით სიმძლავრეებს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება