markup logo

112

ამერიკელმა ინჟინრებმა შექმნეს ადამიანის მხედველობითი ინტუიციის ანალოგიური კომპიუტერული ხედვა

კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსისტეტის ინჟინრებმა წარმოადგინეს კომპიუტერული ხედვის ახალი მოდელი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს რეალური სამყაროს ობიექტების იდენტიფიკაცია ზუსტად ისევე, როგორც ადამიანს. ამ კონცეფციის წყალობით ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს სხვადასხვა ობიექტს ერთი კონკრეტული მიმართულებით. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში – Proceedings of the National Academy of Sciences.

ნეიროქსელისთვის სწავლების პროცესში ხელოვნურ ინტელექტს აჩვენებდნენ ფოტოებს, შემდეგ კი შლიდნენ მას (ფოტოს) ნაწილებად. კომპიუტერი იმახსოვრებდა მთლიან ფოტოს, დეტალების განლაგებას და იმას, თუ რა პრინციპით შეესაბამებოდა ეს დეტალები ერთმანეთს. მესამე ეტაპზე ნეიროქსელი ახდენდა ობიექტების ფონის ანალიზს, აგრეთვე იმასაც, ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა გარემომცველ ობიექტებს პირვანდელ ფოტოსთან.

„ინტერნეტის წყალობით ნეიროქსელებს ახლა უკვე შეუძლიათ ისწავლონ ისევე, როგორც ამას ადამიანი აკეთებს: ისინი დიდი რაოდენობით გამოსახულებებისა და ობიექტების დახმარებით აღადგენენ პირვანდელ გამოსახულებას“ – აცხადებენ უნივერსიტეტის პროფესორები.

მას შემდეგ, რაც ნეიროქსელს ადამიანური ხედვა ასწავლეს, მეცნიერებმა მოახდინეს მისი ტესტირება 9 ათას სურათზე. ჯამში, სისტემამ შეძლო აეწყო იდეალური მოდელები ადამიანის სხეულის, მოტოციკლის, თვითმფრინავისა და ავტომობილის გამოსახულებით.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება