markup logo

1,152

ამერიკელი სამხედროები მზის ბატარეებს წყალქვეშ ამუშავებენ

solar

ამერიკელმა მკვლევარებმა მზის ბატარეების წყალქვეშ განთავსების მეთოდი იპოვეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო­საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომლებმა განაცხადეს ფოტოელექტრული პანელების შექმნის შესახებ. ისინი განკუთვნილნი არიან წყალქვეშა მიმღებების კვებისათვის‚ რომლებიც წყლის სიღრმეში არიან განლაგებულნი.
წყლის ქვეშ მზის სინათლე თავის ტალღის სიგრძეს იცვლის‚ აგრეთვე‚ წყლის გარემოსგან ნაწილობრივ შთაინთქმება კიდეც‚ მაგრამ თუ პანელს გადავაწყობთ „წყლის მზის სინათლეზე“‚ მაშინ იგი შეძლებს ელექტრობის გენერირებას საჭირო რაოდენობით.

პირველმა ცდებმა აჩვენა‚ რომ პანელებს 9‚1 მეტრ სიღრმეზე შეუძლიათ ბატარეის ფართის კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 7 ვატი სიმძლავრის გენერირება შეუძლიათ. პრაქტიკაში ეს საშუალებას იძლევა‚ განვათავსოთ ელექტრული ავტონომიური მოწყობილობა სანაპირო ზონებში‚ სადაც წყლის სიღრმე არ აღემატება 20­30 მეტრს.

სიახლის ავტორები ამბობენ‚ რომ ტრადიციულად‚ წყალქვეშა ავტონომიური სისტემები და სენსორები არაპოპულარული იყვნენ ელექტროობის შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამიტომ‚ მათ აერთიანებდნენ სანაპირო კვების დანადგარებთან ანდა ელექტროენერგიას ხომალდებიდან იღებდნენ.
ტრადიციული ფოტოელექტრული პანელების გამოყენების მცდელობებმა უმრავლეს შემთხვევებში წარმატება არ მოიტანა‚ ვინაიდან ჩვეულებრივი მზის ბატარეები წყალქვეშ‚ უბრალოდ‚ ვერ იღებდნენ საკმაო რაოდენობით ულტრაიისფერ გამოსხივებას.

მზის სინათლის შეკრება წყალქვეშ პრობლემას წარმოადგენს‚ ამიტომ წყალქვეშა პანელებზე მკვლევარებმა რამდენადმე შეცვალეს ფოტონების შეკრების პრინციპი და მათი გარდაქმნა ელექტროობად.

თავდაპირველად‚ სპეციალისტები ცდილობდნენ‚ მზის ბატარეები დაემზადებინათ წყალქვეშ გამოყენებისათვის კრისტალიზებული სილიციუმის ელემენტების საფუძველზე‚ მაშინ‚ როდესაც ახლა ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ‚ რომ მიზანშეწონილია გამოვიყენოთ სილიციუმის ამორფული უჯრედები.
სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე‚ რომ წყალქვე ფოტონების შესაკრები სამუშაოების ჩასატარებლად კარგია ინდიუმისა და გალიუმის ფოსფიდის გამოყენება‚ რომლებიც შესაფერისია წყლის გარემოში მუშაობისთვის და აქვთ კარგი მგრძნობელობა სინათლისადმი ხილულ დიაპაზონში (400-­700 ნანომეტრი). ამის შედეგად‚ შექმნილი პანელები შეძლებენ ეგრეთ წოდებული დაბალი ბნელი დენის გენერირებას‚ რომელიც სუსტი განათების პირობებში მიიღება.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება