markup logo

938

ამბავი Samsung–ზე, Apple–სა და ხუთცენტიან მონეტებზე, რომელმაც შეძრა ინტერნეტი, ხუმრობა აღმოჩნდა

sssap

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია  იმის თაობაზე, რომ Samsung –მა გადაუხადა Apple –ს სასამართლოს მიერ დაკისრებული 1,05 მილიარდ დოლარიანი ჯარიმა ხუთცენტიანი მონეტებით ხუმრობა აღმოაჩნდა. 

გამოცემა Paper Blog–ის მიერ გაშვებული ახალი ამბავი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ბლოგებსა და სოციალურ ქსელებში. მხოლოდ Facebook–ში იყო 120 ათასზე მეტი გამოხმაურება.

შეტყობინებებში ამტკიცებდნენ, რომ Apple –ის კალიფორნიის შტაბ–ბინაში უკვე ჩავიდა ოცდაათზე მეტი სატვირთო მანქანა მონეტებით და Samsung –ის ხელმძღვანელი ლი კუნ ხი პირადად დაუკავშირდა Apple –ის ხელმძღვანელს ტიმ კუკს სიტყვებით: “შეგიძლიათ მთელი ცხოვრება იყიდოთ ამ მონეტებით გამაგრილებელი სასმელები ავტომატში ან გადაადნოთ და გამოიყენოთ კომპიუტერების წარმოებაში – ეს არ არის ჩემი საქმე. მე დავემორჩილე კანონს, ჯარიმა გადავიხადე“.

აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა გამოჩნდა დაახლოებით ოცდაოთხ საათში. პირველ რიგში, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შესულა ძალაში: მოსამართლე ლიუსი კომი გამოიტანს საბოლოო განაჩენს 6 დეკემბერს, თანხა შეიძლება შეიცვალოს და გაიზარდოს კიდევაც, Samsung –ს აქვს აპელაციის უფლება და კომპანია მას აუცილებლად გამოიყენებს.

მეორე, ოცი მილიარდი ხუთცენტიანი მონეტა – ეს რაოდენობა მეტია, ვიდრე ახლა არის ბრუნვაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოშვებისთვის კი საჭიროა 105 ათასი ტონა სპილენძი და ნიკელი.

და ბოლოს, ჟურნალისტებმა დაითვალეს, რომ ასეთი ტვირთის გადმოსაზიდად საჭიროა არა ოცდაათი თვრამეტბორბლიანი სატვირთო მანქანა, არამედ ორ ათასზე მეტი.

ახლა უკვე ახალი ამბის ბოლოს Paper Blog–ზე მიწერილია:  “You didn’t think this could be real right? but hey! you loved it!:)” – „ხომ არ დაიჯერეთ? მაგრამ ხომ მოგეწონათ?“

მცირე გამოძიების შემდეგ ინდურმა გამოცემა Firstpost –მა  ჩათვალა, რომ  ყველაფერი დაიწყო პოპულარულ იუმორისტულ საიტზე გამოქვეყნებული სურათიდან. ეს სურათი მოეწონათ მექსიკური ცრუ ინფორმაციის სატირული საიტი El Deforma –ს ხელმძღვანელებს. შემდეგ, როგორც ჩანს, ერთ–ერთი ამერიკელი ჟურნალისტი წააწყდა ამ ახალ ამბავს, იფიქრა, რომ ეს სიმართლეა  და … გაუკეთა Samsung –ს უფასო რეკლამა.

ამ დროს კომენტარებში უამრავი მკითხველი ნანობს, რომ ეს ახალი ამბავი ხუმრობაა და სთავაზობს სამხრეთ კორეულ კომპანიას ამგვარი ხერხით გადაუხადოს ჯარიმა „ბილწად მოთამაშე Apple–ს“. Twitter–ის ერთ–ერთი მომხმარებელი წერს, რომ ასეთი შემთხვევისთვის „დამატებითი მონეტების გამოშვებაც კი ღირს“.

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს აშშ–ს სასამართლომ კალიფორნიაში დაადგინა, რომ კორპორაცია Samsung –მა დაარღვია Apple –ის რიგი პატენტი და დააკისრა მას კომპენსაციის გადახდა 1,049 მილიარდი დოლარის ოდენობით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung –მა მოახდინა უკანონო კოპირება iPhone და iPad–ის წარმოებაში გამოყენებული Apple –ის ტექნოლოგიების.

Samsung –ის იურისტთა აზრით 24 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიწვევს არჩევანის შემცირებას მომხმარებელთათვის და ფასების მომატებას ციფრული ტექნიკის ბაზარზე.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება