markup logo

423

„ავი ჩიტების“ შემქმნელებმა გამოუშვეს თამაში „ცუდ ღორებზე“

piggies

ფინურმა კომპანია Rovio Entertainment –მა გამოუშვა კომპიუტერული თამაში Bad Piggies, რომელშიც არიან განთქმული სათამაშო სერიალის Angry Birds –ის პერსონაჟები.

ახლა უკვე მთავარი გმირები ღორები არიან. პერსონაჟების ჩვეულებრივი გაშვების გარდა, მოთამაშემ უნდა ააშენოს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება და გადაიყვანოს გოჭები ფინიშთან, გზად დააგროვოს ვარსკვლავები დამატებითი ქულებისთვის. სხვა სიტყვებით,  Angry Birds ანგრევენ, Bad Piggies კი აშენებენ.

27 სექტემბრიდან ხელმისაწვდომია ახალი თამაშის ვერსია iOS, Android და Mac–სთვის, Bad Piggies  Windows და  Windows Phone 8–სთვის მოგვიანებით გამოვა.

Angry Birds –ის კლასიკური ვერსია მოგვითხრობს ოქროს კვერცხების გამო გაჩაღებულ ომზე ფრინველებს და მწვანე ღორებს შორის. მოთამაშე ესვრის ღორებს, რომლებიც იმალებიან ხის, ყინულის ან ქვის ბლოკებისგან დამზადებულ შენობებში.

მიზანია ყველა მწვანე ღორის განადგურება, ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება და შემდეგ დონეზე გადასვლა. ასე უნდა დაიბრუნონ უფრთო ფრინველებმა ღორების მიერ მოტაცებული კვერცხები.  მოგება ჩაითვლება მხოლოდ ყველა ღორის განადგურების შემთხვევაში. არსებობს ფრინველთა რამდენიმე სახეობა, თითოეულს გააჩნია საკუთარი ამოცანა. თამაში მუდმივად ივსება ახალი ეპიზოდებით.

თამაშის გამოსვლიდან პირველი 12 თვის განმავლობაში Rovio –მ დაამყარა პოპულარობის რეკორდი: „ავი ჩიტები“ მილიარდ ჯერზე მეტი გადმოტვირთეს მთელ მსოფლიოში და ახლა ფინური კომპანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი. თუ აპლიკაცია Bad Piggies ისეთივე წარმატებული იქნება, Rovio განათავსებს აქციებს ბირჟაზე, როგორც ოდესღაც გააკეთა ამერიკელმა დეველოპერმა Zynga, ცნობილი აპლიკაციით Farmville.

ექსპერტები თვლიან, რომ ფინური კომპანიის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6–9 მილიარდ დოლარს, რაც აყენებს მას ერთ რიგში ისეთ გიგანტთან (მართალია, მას ახლა რთული პერიოდი აქვს), როგორიცაა მობილური ტელეფონების და სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Nokia. 2011 წელს Rovio –ს საერთო შემოსავლების 30% შეადგენდა Angry Birds –ის მოტივებით შექმნილი რბილი სათამაშოების, ტანსაცმლის და სხვა აქსესუარების გაყიდვა. Angry Birds –ს დღემდე თამაშობს 200 მილიონამდე მოთამაშე თვეში. აპრილში ფინეთში გაიხსნა გასართობი პარკი Angry Birds Land.

თუმცა 2012 წლის დასაწყისში გაშვებული Angry Birds –ის ბოლო ვერსიამ – Angry Birds Space, მკაფიოდ აჩვენა, რომ ფანატები დაიღალნენ ამ თამაშისგან. ამ ახალი ვერსიის გარდა Rovio–მ გამოუშვა სათამაშო  Amazing Alex, რომლის გამოშვების უფლება კომპანიამ შეიძინა დამოუკიდებელ დეველოპერისაგან  Mystery Coconut.  მაგრამ ისიც საკმაოდ სწრაფად გაქრა ტოპ–50 აპლიკაციების სიიდან და არ მოუტანია სერიოზული მოგება.

კატეგორია: თამაშები, ონლაინ თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება