markup logo

1,177

აეროგრაფიტი ყველაზე მსუბუქი მასალა მსოფლიოში!

aerografit

ის გამოიყურება, როგორც კვანლი ან ობობას ქსელი, მაგრამ სინამდვილეში ეს გახლავთ ყველაზე მსუბუქი მასალა, რომელიც ოდესმე იყო შექმნილი.

წინა რეკორდსმენი აეროგელი, რომელსაც იყენებდა NASA კომეტიდან მტვერის ასაღებად არის 99.9 პროცენტით ჰაერი, კუბში აყვანილი 1 მგ/სმ³ (მილიგრამი/სანტიმეტრი) სიმჭიდროვით. ცოტა ხნის შემდეგ metallic microlattice–მა დაამყარა ახალი რეკორდი, სიმჭიდროვით 0.9 მგ/სმ³.

ახლა კი აეროგრაფიტი, რომელიც ტრიუფმალურად „ამარცხებს“ წინამორბედებს.  0.2 მგ/სმ³ – ზე ნაკლები სიმჭიდროვით, ის თითქმის უჩინარია  (მისი ფიზიკური არსებობა საერთოდ ეჭვქვეშ დგება).  მკვლევარებმა გერმანიის ჰამბურგისა და კილის უნივერსიტეტებიდან, მიიღეს ის ნანო და მიკრო სასწორებზე მოყვანილი ცარიელი ნახშირის მილებიდან.  როგორც ელექტრონული მოკროსკოპი გვიჩვენებს, ეს მასალა უმეტესად ცარიელი სივრცეა, თუმცა თუ მას ხელში მოაგროვებთ, ის ჰგავს მუქ „ღრუბელს“ (sponge).  მისი გაფანტული სტრუქტურა მეტყველებს იმაზე, რომ ის შეიძლება შეიკუმშოს ათასობით კოეფიციენტით და შემდეგ დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას. მასალა ასევე 35 ჯერ მეტ წონას „უძლებს“, ვიდრე იგივე მასის აეროგელი.  აეროგრაფიტს გააჩნია დენგამტარობის უნარი, რაც იძლევა საშუალებას  გამოყენებულ იქნას ულტრამსუბუქი ბატარეის ნაწილად.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება